დავით მათიკაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ ის აგენტურული ოპოზიციაა, რომელიც სასიცოცხლო ძალებს ქვეყნის ფარგლებს გარედან იღებს

დავით მათიკაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ ის აგენტურული ოპოზიციაა, რომელიც სასიცოცხლო ძალებს ქვეყნის ფარგლებს გარედან იღებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ის აგენტურული ოპოზიციაა, რომელიც სასიცოცხლო ძალებს და ენერგიებს ქვეყნის ფარგლებს გარედან იღებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს მოსახლეობისგან არანაირი კონტაქტი და მხარდაჭერა არ აქვს.

„იმისთვის, რომ თავის უცხოელ პატრონებთან თავი მოიწონონ, ერთმანეთთან გავეშებული დაპირისპირება აქვთ, ვინ იქნება ისეთი, რომელიც მათი ბელადის გულს მოიგებს. შემდეგ, ბელადი მათ მხარს დაუჭერს და პრაქტიკულად, პოლიტიკურად დეგრადაციაში ძალა საქმიანობას გააგრძელებს, მათი აზრით, თუმცა სინამდვილეში, პოლიტიკურ საქმიანობას დაასრულებს. წარმოუდგენელია, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ხალხის მხარდაჭერის არქონის ფონზე შეძლოს და პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს. მით უმეტეს, ისეთმა, რომლის დანაშაული და ცოდვები საზოგადოებისთვის ცნობილია. მათ სხვა შანსი არ აქვთ, რასაც ვუყურებთ, მათი ბოლო ჟამია“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.