აშშ-ის საელჩო: აღვნიშნავთ განსაკუთრებული სამხედრო მეგობრობის 32 წლის იუბილეს, 1994 წლის 3 ოქტომბერს საფუძველი ჩაეყარა ჯორჯიის შტატის გვარდიისა და საქართველოს თავდაცვის ძალების პარტნიორობას

აშშ-ის საელჩო: აღვნიშნავთ განსაკუთრებული სამხედრო მეგობრობის 32 წლის იუბილეს, 1994 წლის 3 ოქტომბერს საფუძველი ჩაეყარა ჯორჯიის შტატის გვარდიისა და საქართველოს თავდაცვის ძალების პარტნიორობას

1994 წლის 3 ოქტომბერს საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გვარდიისა და საქართველოს თავდაცვის ძალების პარტნიორობას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც საელჩო აღნიშნავს, ამ დროის განმავლობაში, ერთობლივი წვრთნებით, თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობითა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მხარდამხარ მსახურებით, ამერიკელ და ქართველ სამხედროებს შორის მტკიცე კავშირები ჩამოყალიბდა.

„დღეს განსაკუთრებული სამხედრო მეგობრობის 32 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. 1994 წლის 3 ოქტომბერს საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გვარდიისა და საქართველოს თავდაცვის ძალების პარტნიორობას.

ამ დროის განმავლობაში, ერთობლივი წვრთნებით, თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობითა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მხარდამხარ მსახურებით, ჩვენს სამხედროებს შორის მტკიცე კავშირები ჩამოყალიბდა.

დღეს პატივს მივაგებთ ათასობით ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს, რომლის თავდადებითაც შტატების პარტნიორობის ფარგლებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და ხანგრძლივი კავშირი შეიქმნა“, – წერს საელჩო.