მიხეილ სააკაშვილი: ჩემი პრეზიდენტობის დროს, მკაცრად იყო აკრძალული სასულიერო პირების თვალთვალი, ჩაწერა, ბევრი ამბობს, რომ ანაფორიანებისთვის ფაქტობრივად იმუნიტეტის მიცემით, ხელი გავუხსენი რუსულ აგენტურას

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი პრეზიდენტობის დროს, მკაცრად იყო აკრძალული სასულიერო პირების თვალთვალი, ჩაწერა, ბევრი ამბობს, რომ ანაფორიანებისთვის ფაქტობრივად იმუნიტეტის მიცემით, ხელი გავუხსენი რუსულ აგენტურას

მეუფე იობი, ბოლო წლებია, ამბიონიდან ითხოვს ჩემს გათავისუფლებას, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. ასევე, რამდენჯერმე სცადა ჩემი მონახულება და არ შემოუშვეს, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მთლიანად ეთანხმება მეუფე ნიკოლოზისგან, მეუფე ილარიონისგან, სხვა სასულიერო და საერო მოღვაწეებისგან მეუფე იობის გაბედული და სამართლიანი პოზიციის დაცვას.

„ერთადერთი, მეუფემ უნდა ახსნას, თუ მხოლოდ ახლა რატომ აღმოაჩინა, რომ ივანიშვილი და მისი ბანდა მებრძოლი ურწმუნოები იყვნენ. ივანიშვილი ამას არც არასდროს მალავდა, ისევე როგორც არ მალავდა ილია მეორის მიმართ უკიდურეს სიძულვილს.

ასევე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს მკაცრად იყო აკრძალული სასულიერო პირების თვალთვალი და ჩაწერა და ეკლესიის საქმეში ჩარევა (ამას ბევრი ნაკლად მითვლის და ამბობს, რომ ანაფორიანებისთვის, ფაქტობრივად, იმუნიტეტის მიცემით ხელი გავუხსენი რუსულ აგენტურას). თუმცა დღესაც მიმაჩნია, რომ სულიერება ძალიან მგრძნობიარე სფეროა და იქ ხელის ფათური სახელმწიფოს საქმე არ არის. 2012 წელს „დაგმე მიშას“ კამპანიის ავტორი იყო მღვდელი ნიკოლოზ ჩხიკვაძე, რომელსაც „ქოცებმა“ 2014 წელს წყნეთის ცენტრში გადასცეს მილიონად ღირებული ნაკვეთი“, – წერს სააკაშვილი.