სოფელ დვანში გზის მოწესრიგება მიმდინარეობს

სოფელ დვანში გზის მოწესრიგება მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ დვანში შიდა სასოფლო გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 200 მეტრამდე გზის საფარის დაგება .

ამ ეტაპზე დასრულებულია საფუძველის მოწყობა და მიმდინარეობს საფარის დაგება არმირებული რკინა-ბეტონით.

პროექტი ხორციელდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ჯეო ქონსთრაქშენი“