საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა.

დოჰაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა კატარის სახელმწიფოს ემირს პირადად მიუსამძიმრა ყოფილი ემირის, შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის გარდაცვალების გამო და პატივი მიაგო მის ღვაწლს თანამედროვე კატარის განვითარების საქმეში.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კატარს შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კატარის სახელმწიფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიპლომატიური დიალოგის მნიშვნელობას, მათ შორის, კატარის პოზიტიურ როლს საერთაშორისო მედიაციის მიმართულებით.