სასაზღვრო პოლიციის საზღვაო ოპერაციების ერთობლივ მართვის ცენტრში, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახურის მობილურმა საწვრთნელმა ჯგუფმა ინციდენტების მართვის კურსი ჩაატარა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საზღვაო ოპერაციების ერთობლივ მართვის ცენტრში (JMOC) ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახურის მობილურმა საწვრთნელმა ჯგუფმა (Mobile Training Team) ინციდენტების მართვის კურსი ჩაატარა.
პროგრამა როგორც თეორიულ ასევე, პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. კურსის ფარგლებში მონაწილეებმა საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაიზიარეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას და ეფექტიანი რეაგირების უნარების განვითარებას.
სასწავლო კურსში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ასევე, საპატრულო პოლიციის, თავდაცვის სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.