შალვა პაპუაშვილი ეუთოს რეზოლუციაზე: ჯო უილსონის დონეზე, ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზე არის დასული ამხელა საპარლამენტო ასამბლეა

შალვა პაპუაშვილი ეუთოს რეზოლუციაზე: ჯო უილსონის დონეზე, ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზე არის დასული ამხელა საპარლამენტო ასამბლეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ღირებულებებს აცდენილ დასკვნას უწოდებს.

მისი თქმით, გამოჩნდა, რომ საპარლამენტო ასამბლეა ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზეა დასული.

"რაც შეეხება თავად რეზოლუციას, რეზოლუციით ეუთომ გააყალბა თავისივე დასკვნა, ერთი წერია საარჩევნო დასკვნაში, მეორე წერია რეზოლუციაში. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ამ დასკვნით, აღმოჩნდა, რომ ჯო უილსონის დონეზე არის დასული, ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზე არის დასული ამხელა საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ღირებულებებს აცდენილი რეზოლუცია, რომელმაც უპირველეს ყოვლისა, ძირი გამოითხარა ქართველი ხალხის თვალში ეუთოს მიმართ ნდობას.

ჩვენ ყველას მიმართ გვაქვს ეს დამოკიდებულება, რომ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, მაგრამ როდესაც ერთის მხრივ, საკუთარ თავს აზიანებენ აქ ჩვენ უძლური ვართ. როდესაც ქართველ ხალხს თავად აჩვენებენ, რომ არიან ქართველი ხალხის მიმართ მტრული და არა მეგობრული განწყობების მქონე ჯგუფების გავლენის ქვეშ, აქ ჩვენ მათ ვერაფერს ვერ ვუშველით. ამიტომ, ეუთომ თავად უნდა იზრუნოს რომ საკუთარი რეპუტაცია გამოასწოროს." - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.