შალვა პაპუაშვილი: ნამდვილად ტალახში იზილება დღეს ოპოზიცია, სწორი შედარებაა ამ მხრივ
ზოგადად რაც ხდება ოპოზიციაში, ამ მხრივ ეს არის ერთი დიდი ტალახი, რომელშიც ისინი იზილებიან, ნამდვილად ტალახში იზილება დღეს ოპოზიცია - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხი სწორად აფასებს ყველაფერს და სწორ არჩევანს აკეთებს.
“ზოგადად რაც ხდება ოპოზიციაში, ამ მხრივ ეს არის ერთი დიდი ტალახი, რომელშიც ისინი იზილებიან, ერთმანეთსაც აზელენ, თავის თავსაც იზელენ. კარგია, რომ მათი ტალახი ჩვენ ქვეყანას არ ხვდება და ცდება იმიტომ, რომ ეს ქართველი ხალხი სწორად აფასებს ყველაფერს, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს აკეთებს და არის ეს პატარა სცენა მათი მოწყობილი, სადაც ტალახში აზელილები ერთმანეთში ხან ჭიდაობენ და ხან ერთმანეთს ტალახს უზიარებენ. ასე რომ, ეს სწორი შედარება არის ამ მხრივ, რომ ნამდვილად ტალახში იზილება დღეს ოპოზიცია," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.