შალვა პაპუაშვილი ონისე ცხადაძის ძმაზე: მისი ძმა იყო ბავშვებს რომ შეუვარდა სკოლაში, პარლამენტს რომ წვავდნენ და ძალადობდნენ პოლიციელებზე ამაში უნდოდა ბავშვების ჩაბმა
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმამ, სანდრო ცხადაძემ, "იუთუბ" არხის გადაცემა "ისაუბრეში" საქართველოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას დისკრიმინაციულად გამოეხმაურა და დეპუტატ რატი იონათამიშვილის შეზღუდულ შესაძლებლობებზე ირონიული ტონით ისაუბრა.
"შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების დაცინვა ინიღბება აზრის გამოხატვის თავისუფლებით" - ასეთია შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებადამცველების პოზიცია ცხადაძის ირონიულ და ცინიკურ გამონათქვამთან დაკავშირებით.
დისკრიმინაცია და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება - ასე აფასებენ "ქართულ ოცნებაში" სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი აცხადებს, რომ ძმებისგან არაფერია გასაკვირი.
"ვიცით ეს ორივე ძმები ვინ არიან, რა ღირებულებები აქვთ. მისი ძმა იყო ბავშვებს რომ შეუვარდა სკოლაში და გარეთ გამოჰყავდა იმაში მონაწილეობის მისაღებად, რაც შემდეგ დადგეს - პარლამენტს რომ წვავდნენ და ძალადობდნენ პოლიციელებზე და ამაში უნდოდა ბავშვების ჩაბმა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან შევარდა სკოლაში. ამ ღირებულებების მატარებლები არიან გინდა ერთი ძმა და გინდა მეორე ძმა. ასე რომ მათგან არაფერი გასაკვირი არ არის. ისინი არიან სახე იმ დაჯგუფებისა, რომელიც დღეს ევროპელობას იბრალებს და ქალბატონი ჩერგოლეიშვილის შედარება რომ მოვიშველიო, რომელსაც იზელს ევროკავშირი, როგორც ევროკავშირის სახეს, რომლებიც შშმ პირების მიმართ ასეთი ტონალობით საუბრობენ,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.