ტემპერატურის მატებასთან ერთად, სეზონური ინფექციების რისკებიც იზრდება - ივანე ჩხაიძის გაფრთხილება და რეკომენდაციები

ტემპერატურის მატებასთან ერთად, სეზონური ინფექციების რისკებიც იზრდება - ივანე ჩხაიძის გაფრთხილება და რეკომენდაციები

ტემპერატურის მატებასთან ერთად, სეზონური ინფექციების რისკებიც იზრდება. ტკიპის ნაკბენთან და ზღვის ინფექციებთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა.

ივანე ჩხაიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ჰიგიენური ნორმები, გაუფრთხილდნენ ბავშვებისა და რისკ-ჯგუფების ჯანმრთელობას, ასევე საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს.

"თუ თქვენ 6 თვემდე, ან წლამდე ასაკის ბავშვი გყავთ, თქვენი არჩევანი ზღვის კურორტი არ უნდა იყოს. ამ ასაკობრივ ჯგუფში მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედება მაღალი რისკის შემცველია.

რისკი გვაქვს, კუჭ-ნაწლავის ინფექციების მხრივ და აქედან გამომდინარე, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს პროდუქტების შენახვაზე. შესაბამის თერმულ დამუშავებაზე, ხილისა და ბოსტნეულის აუცილებლად გამდინარე წყლის ქვეშ გარეცხვაზე.

ხელების დაბანასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ამ წესს ნაკლებად ასრულებენ - მინიმუმ 20 წამამდე უნდა იყოს ხელი დაბანილი.

აუზით სარგებლობის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც აუზით სარგებლობს, აუზში ჩასვლის წინ იღებს შხაპს,"- აცხადებს ჩხაიძე.