პატრიარქი: დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი საქართველოშია დაბრძანებული

პატრიარქი: დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი საქართველოშია დაბრძანებული

15 ივლისს ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა.

"დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი საქართველოშია დაბრძანებული. ძვირფასო ძმებო და დებო ეს გვაფიქრებს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე, ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს სულიერ შესამოსელზე.

ჩვენ, როდესაც მოვინათლეთ მივიღეთ ეს სულიერი შესამოსელი და როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული ქრისტეთი შევიმოსეთ, მაგრამ სამწუხაროდ ამ ცხოვრების განმავლობაში ჩვენ ამ სპეტაკ შესამოსელს ვაბინძურებთ ჩვენი ცოდვებით, ჩვენი ვნებებით, მცირედ მორწმუნეობით, სულმოკლეობით და ა.შ დღევანდელი დღე მოგვიწოდებს ჩვენ, რომ დავფიქრდეთ ამაზე და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს, რომ შეგვეწიოს ლოცვით და დაგვეხმაროს ჩვენი ვნებების დაღწევაში და ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის გასპეტაკებაში,"- აცხადებს პატრიარქი.