არშა–სტეფანწმინდის ახალი საავტომობილო გზის პროექტი
არშა–სტეფანწმინდის ახალი საავტომობილო გზის პროექტი, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ნაწილია და 4.1-კილომეტრიანი ახალი გზის, 4 ხიდისა და 2 სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გამტარუნარიანობას, მოძრაობის უსაფრთხოებასა და მუნიციპალიტეტში სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას
არშა–სტეფანწმინდის გზის სამშენებლო სამუშაოებისათვის საპროექტო დოკუმენტაცია უკვე მომზადებულია. ახალი გზა მთლიანად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის და სოფლების გარბანის, გაიბოტენის, არშასა და ფანშეტის გავლით სტეფანწმინდის შემოსავლელ გზას დაუკავშირდება.