ცოტნე ანანიძე: პრემიერისთვის გამოგზავნილი ტრამპის წერილით, ლამის „წერილი წაიღო” ოპოზიციამ

ცოტნე ანანიძე: პრემიერისთვის გამოგზავნილი ტრამპის წერილით, ლამის „წერილი წაიღო” ოპოზიციამ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ.


მისი თქმით, ტრამპის წერილით, ლამის „წერილი წაიღო” ოპოზიციამ. 

“ქართულ ფრაზეოლოგიაში არსებობს გამოთქმა: „წერილი წაიღო“.

პრემიერისთვის გამოგზავნილი ტრამპის წერილით, ლამის “წერილი წაიღო” ოპოზიციამ”- წერს ანანიძე.

დონალდ ტრამპმა ირაკლი კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის იუბილეს მილოცვისთვის მადლობის წერილი გაუგზავნა.