ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე: მათი ფილოსოფია ასეთია: ყველაფერი რაც ტრადიციულია, ფასეულია, რაც ჰუმანურობას, ღირსებას, სიყვარულს ასწავლის საზოგადოებას, უნდა იყოს დაგმობილი, ზიზღის ენა და პოლარიზაცია კი წინ უნდა იყოს წამოწეული
საუკეთესო ადამიანების ასე მოხსენიებით, ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც ახალ, თანამედროვეს ამკვიდრებენ ქვეყანაში. პირიქით, ეს ყველაფერი რეგრესია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის მიმართ გაჟღერებულ შეურაცხყოფას.
„მათი ფსიქოლოგია, ფილოსოფია, მათი მენტალური განწყობა დაახლოებით ისეთია, რომ ყველაფერი რაც ტრადიციულია, ფასეულია, რაც ჰუმანურობას, ღირსებას, სითბოს და სიყვარულს ასწავლის საზოგადოებას, ეს უნდა იყოს დაგმობილი და ზიზღის ენა და პოლარიზაცია წინ უნდა იყოს წამოწეული. საუკეთესო ადამიანების ასე მოხსენიებით, ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც ახალ, თანამედროვეს ამკვიდრებენ ქვეყანაში. პირიქით, ეს ყველაფერი რეგრესია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ოპოზიციის აქტივისტებმა ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენა კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოიყენეს. ბენდუქიძე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მფლობელია.