ახალციხეში სკვერების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ახალციხეში სკვერების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ახალციხეში სკვერების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის სამუშაოები ტარდება თამარაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მოსასვენებელ სივრცეებში, სადაც ეწყობა სარწყავი სისტემა.

ამ ეტაპზე ახალციხეში 6 რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია ხორციელდება და ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.