პლატონ კალმახელიძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა

 პლატონ კალმახელიძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სოფლის მეორნეობის და ტურიზმის მიმართულებით, კახეთის რეგიონში არსებული ვითარება და განვითარების პოტენციალი. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას, მჭიდრო ურთიერთობებსა და საერთო ინტერესებს.

შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.