გია ვოლსკი – 4 ოქტომბრის თემაზე არსებობს გარკვეული პოლიტიკური მიზანი, რომლისთვისაც უცხოა სამართალიანობა, არ უნდა ველოდოთ სამართალიანობას ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან
ბრიუსელის მხრიდან არც გვიკვირს უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს, ქვეყნის ხელისუფლების და არსებული ვითარების შეფასების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის შეუმდგარი რევოლუცია აზანზარებდა საინფორმაციო სივრცეს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.
„ერთი ადეკვატური შეფასება არ გაგვიგია, რომ ეს იყო არა თუ მავნებლური არა მხოლოდ საქართველოსა და საქართველოს საზოგადოებისადმი, არამედ, ზოგადად, ძალიან ცუდი ინდიკატორი და ცუდი მაგალითი ისედაც ტურბულენტურ სამყაროში. არაერთი იყო ასეთი მცდელობა. დღეს კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით 4 ოქტომბრის თემას და ვხედავთ, რომ არსებობს გარკვეული პოლიტიკური მიზანი, პოლიტიკური ამოცანა, რომლისთვისაც აბსოლუტურად უცხოა სამართალიანობა, როდესაც საკითხი გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს ჩართვის მიზანს ეხება. შესაბამისი დასკვნებიც უნდა გავაკეთოთ. არ უნდა ველოდოთ სამართალიანობას ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან, უნდა დავდგეთ იმ პოზიციაზე, რომელმაც დღემდე მოიტანა საქართველოს სტაბილურობა და ყველა მაჩვენებლით მოწინავე პოზიციები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.