4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილი: მე არც წამიკითხავს საპროცესო, მთავარი იყო მე გამოვსულიყავი გარეთ
მე თვითონ მაგალითად არც წამიკითხია ის საპროცესო, მთავარი იყო მე გამოვსულიყავი გარეთ, - განაცხადა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი ჩახუნაშვილმა, რომელმაც ბრალი აღიარა და საპყრობილე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა.
მისი თქმით, 10-15 წელი ციხეში ჯდომას აზრი არ აქვს, ვინაიდან 3 წელში დაკავებულების სახელები და გვარები არავის ემახსოვრება.
„აქ ჯდომას 10 და 15 წელი აზრი არ აქვს. ჩვენ ყველა უნდა გავიდეთ და გავაკეთოთ ჩვენი საქმეები. მიმაჩნია, რომ სამი და ხუთი წლის მერე ვინც იქ არის, მათი სახელები და გვარები აღარავის ემახსოვრება. დღეს, რომ ესენი გამოვიდნენ გარეთ, დღეს უკვე მოსიარულე რეკლამები არიან თავისუფლების. მე თვითონ მაგალითად არც წამიკითხია ის საპროცესო, მთავარი იყო მე გამოვსულიყავი გარეთ. თორემ სიღრმეში, რომ შეხვიდეთ შეიძლება ინფარქტი მოგივიდეთ ისეთი რამეები წერია. მთავარია ჩვენ ვიყოთ გარეთ. ჩვენ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის დიდი დემოკრატიული ოჯახის წევრები. გავხდებით კიდევაც“, - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.