სინგაპურის პრემიერ-მინისტრი: მოხარული ვარ, რომ დღეს სინგაპურში ვუმასპინძლე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს - მოუთმენლად ველი სინგაპურსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას

სინგაპურის პრემიერ-მინისტრი: მოხარული ვარ, რომ დღეს სინგაპურში ვუმასპინძლე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს - მოუთმენლად ველი სინგაპურსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას

მოხარული ვარ, რომ დღეს სინგაპურში ვუმასპინძლე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, - წერს სოციალურ ქსელ X-ში სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლოურენს ვონგი.

როგორც ვონგი აღნიშნავს, ის მოუთმენლად ელის სინგაპურსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

„გვქონდა კარგი საუბარი ვაჭრობის, ტექნიკური თანამშრომლობისა და ორმხრივი ინტერესის სხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხებზე. ასევე გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონულ და გლობალურ პროცესებთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველი სინგაპურსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას“, - წერს სინგაპურის პრემიერ-მინისტრი.