აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. ეკონომიკურმა საბჭომ იმსჯელა რიგი კომპანიების მიმართ საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
საბჭოს წევრებმა აგრეთვე, იმსჯელეს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მექანიზმებზე, არსებულ გამოწვევებსა და რეგიონისთვის პრიორიტეტული ინიციატივების და პროექტების მოზიდვის შესაძლებლობებზე
ზურაბ პატარაძის განცხადებით, არსებული საჭიროებების დროული გამოვლენისა და ეფექტიანი რეაგირებისთვის კერძო და საჯარო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.