ირაკლი კობახიძე: ყოფილმა ელჩმა ძალიან ცუდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში, შეიცვალა გერმანიის ელჩი საქართველოში, რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს ჩვენმა ელჩმა და იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვას

ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ვიღებდით ჩვენ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამიტომ განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული ამ ურთიერთობების გადატვირთვით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობების გადატვირთვა.

„ყოფილმა ელჩმა ძალიან ცუდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. გერმანია საქართველოსთვის იყო ტრადიციულად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი 90-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანიას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს განვითარებაში და ჩვენ გვინდა, რომ დავუბრუნდეთ ურთიერთობების დადებით დინამიკას. შეიცვალა გერმანიის ელჩი საქართველოში, რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს ჩვენმა ელჩმა გერმანიაში და იმედი გვაქვს, რომ ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ვიღებდით 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამიტომ განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული ამ ურთიერთობების გადატვირთვით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.