არჩილ გორდულაძე: ის, რომ შარლ მიშელის შემდეგ თითქოს დაზუსტდა რაიმე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან ან მის საქმიანობასთან დაკავშირებით, არასწორი ფაქტია- 42-ე მუხლში რა ჩანწერებიც არის დღეს, იგივე იყო 2017, 2020, 2022 და 2025 წელსაც

არჩილ გორდულაძე:  ის, რომ შარლ მიშელის შემდეგ თითქოს დაზუსტდა რაიმე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან ან მის საქმიანობასთან დაკავშირებით, არასწორი ფაქტია- 42-ე მუხლში რა ჩანწერებიც არის დღეს, იგივე იყო 2017, 2020, 2022 და 2025 წელსაც

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის სარჩელის განხილვა გრძელდება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ სასამართლო სხდომაზე ოპოზიციის მიერ დაყენებულ იმ შუამდგომლობაზე ისაუბრა, რომელიც საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებად არდართვას მოითხოვს.

გორდულაძის შეფასებით, ოპონენტების მხრიდან აღნიშნული საკითხის დაყენება მიზნად ისახავს არა ზოგადად კომისიის შექმნასთან დაკავშირებულ პრობლემებს, არამედ პარლამენტის, საგამოძიებო კომისიისა და არჩევნების ლეგიტიმაციის ცნობისგან გაქცევას, რადგან მათ ფაქტებთან გამკლავება უჭირთ.

"ჯერ რა არის დროებითი საგამოძიებო კომისიის კომისია და შემდეგ მისი დასკვნა, რატომ დაყენდა ამ კომისიის არდართვის თაობაზე შუამდგომლობა? იმიტომ, რომ რეალურად პრობლემა არა თვითონ საგამოძიებო კომისიაში, მის შექმნაში პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაში, ან კომისიის შემადგენლობაში კვოტების განსაზღვრაში, რომელიც მოვისმინეთ აგერ, რომ საერთოდ ასეთი სიტყვა არ არსებობს თურმე სამართლებრივ აქტში, მაგრამ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არის აქტი, საკანონმდებლო აქტი, რომელიც მითითებული არის საქართველოს კონსტიტუციაშივე, რომელიც მიიღება საქართველოს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ და ამ აქტში რამდენიმე ათეულჯერ არის ნახსენები სიტყვა კვოტა და განსაზღვრული, ზოგადად ეს სამართლებრივი ტერმინი არის, რომელიც შესაბამის სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს.

პრობლემა მხარეებს არა აქვთ ზოგადად კომისიის არ შექმნის ან შემადგენლობის ნაწილთან, ან იქ თუ ვინ იყო წარმომადგენელი. რეალურად, კომისიის დასკვნაში მითითებული არის არაერთი მტკიცებულება, რომელიც არის ან საჯაროდ და საქვეყნოდ ცნობილი ფაქტი, ან სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ან საერთო სასამართლოების, საქართველოს საერთო სასამართლოების სხვადასხვა სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები განაჩენები არის.

რეალურად მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც მითითებული არის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და არა დასკვნის ზოგადად შინაარსთან რომელიც მთლიანად ამ ფაქტებს მოიცავს და სხვადასხვა პარაგრაფში მიუთითებს. რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუციაში განსაზღვრული არის თუ რა არის საგამოძიებო კომისია და დიახ, ამ 42-ე მუხლში ნამდვილად არის მითითებული, რომ პარლამენტის წევრთა არა ნაკლებ ერთი მეხუთედის ინიციატივით იქმნება საგამოძიებო ან და სხვა დროებითი კომისიები. ამავე მუხლის 42-ე მუხლი არის საქართველოს კონსტიტუციისა მესამე პუნქტში საუბარია, რომ საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე საქმის გამოკვლევისთვის აუცილებელი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა.

ჩვენ ვიცით და ესეც ცნობილი ფაქტია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადების გამო, ჩაიდინეს მათ სისხლის სამართლის დანაშაული და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით. რეალურად ვხედავთ რას, რომ მოპასუხე მხარეს და თითოეულ პარტიას პრობლემა აქვს საგამოძიებო კომისიასთან იმიტომ, რომ იგი არის მიღებული და შექმნილი უკაცრავად საქართველოს პარლამენტის მიერ, რომელიც არის ლეგიტიმურად, რა თქმა უნდა სრულად კარგად ორგანიზებული ეუთოს დასკვნას ვციტირებ პერიფრაზს ვაკეთებ, კარგად ორგანიზებული და იმ არჩევნების გზით მიერ არჩეული, როდესაც ყველა მოქალაქეს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თავიანთი აზრი დაეფიქსირებინა და გამოეხატა.

რეალურად, პრობლემა მოპასუხე მხარეს აქვს იმაში, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაციის ცნობა უწევთ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ დიახაც საგამოძიებო კომისიაც ლეგიტიმურია, პარლამენტის ლეგიტიმურია, არჩევნების ლეგიტიმურია, მაგრამ ფაქტობრივ მდგომარეობაში მათ უწევთ, რომ თუ დაიწყებენ საგამოძიებო კომისიის დასკვნას გადაშლიან, ფაქტობრივად დადასტურება თან ცხადად მათივე ამომრჩევლის წინაშეც, რომ დიახ, ლეგიტიმური პარლამენტის, ლეგიტიმური კომისიის ლეგიტიმური დასკვნა არის საჭირო, რომ მათ განიხილონ, კიდევ ერთხელ ის დასკვნა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებს აღრიცხავს და აღნუსხავს.

თითქოს ისე გამოდის, რომ საგამოძიებო კომისიაში რამე ახალი მტკიცებულება არის წარმოდგენილი, ან რაიმე 2004-2012 წელთან დაკავშირებით, ან რაიმე ისეთი ფაქტია დასახელებული, რომელიც საზოგადოებისათვის და საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის ან ცნობილი არ იყო, იმიტომ, რომ საკუთარ თავზე გამოცადეს, ან ისევ და ისევ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით არ დასტურდება, ან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით არ დასტურდება. მათ შორის აი მაგალითად, ჩვენს სარჩელში მითითებულია კონკრეტულად, რომ არაერთ შემთხვევაში ქონებების რეკეტს, დატაცებას ჰქონდა ადგილი. ეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით არის დადასტურებული.

რეალურად რა გამოდის, რომ მაგალითად მოპასუხე მხარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თუ სწორად მახსოვს ბატონმა ნიკამ, თორნიკემა ართმელაძემაც, ისეთი პასაჟი განავითარეს, რომ თითქოს ეს დასკვნა რომ არ არსებობდეს, ეს პარტიები ასაკრძალი არ იქნებოდნენ. რეალურად არის აბსოლუტურად პირიქით. რა თქმა უნდა, კომისიის დასკვნაში არის მითითებული ფაქტები, რომელიც საფუძვლად, ჩვენი მოსაზრებით და ჩვენი მტკიცებით არის დარღვევა, რომელიც შეერაცხება წარმოდგენილ პარტიებს, როგორც კონსტიტუციის 23-ე მუხლის მესამე პუნქტის პირველი წინადადების დარღვევები.

რა არასწორი ფაქტები იყო ამაზეც მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება არ იყოს მოტყუებული, რაც ბატონმა ნიკამ ისაუბრა. მაგალითად ის, რომ შარლ მიშელის შემდეგ თითქოს დაზუსტდა რაიმე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან ან მის საქმიანობასთან დაკავშირებით, ეს არასწორი ფაქტია, იმიტომ, რომ 2017 წლის შემდეგ, რომ სადაც 42-ე მუხლი, სადაც საქართველოს კონსტიტუცია ძირფესვიანად იქნა გადახედილი და გვაქვს ახალი კონსტიტუცია, 42-ე მუხლში რა ჩანაწერებიც არის, დღეს იგივე არის, იგივე იყო 2017 წელსაც, 2020 წელსაც, 2022 წელსაც და 2025 წელსაც. მან ასევე მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მსჯელობაზე, რომელიც ეხებოდა არა უშუალოდ კომისიის დასკვნას, არამედ კომისიის შექმნას და კომისიის შექმნის დადგენილებას. კომისიის შექმნის დადგენილებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაზრებითაც აბსოლუტურად სწორად იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, რომ იგი არ არის ნორმატიული შინაარსის, იგი არ წარმოშობს თვითონ დადგენილებას შექმნის თაობაზე, არ წარმოშობს სხვა პირთა განუსაზღვრელი ან განსაზღვრული წრისათვის სამართლებრივი შედეგების წარმომშობ არცერთ დებულებას. ის არის ინდივიდუალურ სამართლებრივი, სადაც შეიქმნა კონკრეტული კომისია და ამ კომისიის საქმიანობის შესახებ საერთოდ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია და ვერც იმსჯელებდა, იმიტომ, რომ ეს მის კომპეტენციაში არ არის. ამავდროულად კიდევ ერთი არასწორი ფაქტი, რომელიც ბატონმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს ვინმეს, რომ აუცილებლად იყოს ოპოზიცია წარმოდგენილი არა ნაკლებ შემადგენლობის ნახევრისა. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებულია, რომ დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. წარმომადგენლობა, რა არის წარმომადგენლობა? უნდა გადავიდეთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, სადაც განსაზღვრულია, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელსაც ბატონი გაგა წლების განმავლობაში თავმჯდომარეობდა, განსაზღვრავს წარმომადგენლობის კვოტებს, რომელიც აძლევს შესაძლებლობას სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტს, პარლამენტის წევრებს, რომ სხვადასხვა წარმომადგენლობითი კვოტების შესაბამისად იყვნენ წარმოდგენილები, როგორც როგორც კომიტეტებში, ისე საგამოძიებო კომისიაში ან სხვა დროებით კომისიებში. რაც უზრუნველყოფილი იქნა 2025 წელსაც.


რა წერია შექმნის დროებითი საგამოძიებო კომისიის დადგენილებაში და შესაბამისად მერე ამ კომისიის შექმნის დადგენილებიდან გამომდინარე მიღებულ ბიუროს გადაწყვეტილებაში. საქართველოს პარლამენტის ბიურო ადგენს, რომ ფრაქცია ქართულ ოცნებას გამოეყოს ხუთი წევრი, ხოლო პოლიტიკური ჯგუფი ხალხის ძალა ორი წევრი, პოლიტიკური ჯგუფი ევროპელი სოციალისტები ერთი წევრი, ანუ ერთი წევრის წარდგენის შესაძლებლობა აქვთ, ანუ წარმომადგენლობის განხორციელების შესაძლებლობა აქვთ, ხოლო საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები ორი წევრი. ვინ არიან ეს წევრები? მაშინაც, 2025 წელსაც და დღესაც ესენი არიან გახარიას პარტიის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ოქტომბრამდე გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები იყვნენ პარლამენტის წევრები, მაგრამ ისინი ასცდნენ სხდომებს, რასთან დაკავშირებითაც იმსჯელა ჯერ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, გაცდენის საპატიო მიზეზის არ ქონის გამო, შესაბამისი დასკვნა მიიღო და შემდეგ უკვე პარლამენტის პლენარულმა სხდომამ მათ უფლებამოსილებები შეუწყვიტა ამავდროულად, იქნა ცნობილი 2025 წლის სექტემბერში მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება, რომლებიც წარმოდგენილები არიან, მათ შორის ჩვენთან დარბაზშიც. შესაბამისად, ის მტკიცება, რომ გახარიას არავინ არ დაელოდა, არც არავის არ დაუხურავს საქართველოს პარლამენტის კარი, ყველას შეეძლო, გახარიას პარტიას აქვს 12 ადგილი საქართველოს პარლამენტში, 12 პარლამენტის წევრი ჰყავს და 2025 წელსაც და 2021 წელსაც შეეძლო, რომ მონაწილეობა მიეღო ან საგამოძიებო კომისიის სხდომის მიმდინარეობაში, ან მაგალითად ახლაც შეუძლიათ რომ კომიტეტის წევრები იყვნენ და არიან კიდეც.

ვინ არის ზოგადად ოპოზიცია და რაც არის მითითებული, მაგალითად საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლში, რომ ოპოზიციის წარმომადგენლობა ისევ და ისევ არ უნდა იყოს ნახევარზე ნაკლები. და აქ სხვა ოპოზიციურ პარტიებზე, პარლამენტში არსებულ სხვა ოპოზიციურ პარტიებზე ხაზი გაესვა, რომ ის არის ოპოზიცია, რომელიც უმრავლესობაში არ არის გაერთიანებული. საქართველოს პარლამენტში უმრავლესობაში გაერთიანებული არ არის "ევროპელი სოციალისტების", "ხალხის ძალისა" და გახარიას პარტიის წევრები.

შესაბამისად, მათაც ჰქონდათ შესაძლებლობა სრულად, რომ მიეღოთ მონაწილეობა კომისიის სხდომაში, მაგრამ ისევ და ისევ არ მიიღეს მონაწილეობა. ამავდროულად არაერთხელ, მათ შორის ჩემ მიერაც, ჩემი კოლეგების მხრიდან და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდანაც, საგამოძიებო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის მხრიდანაც, არაერთხელ ყოფილა გაკეთებული განცხადება 2025 წელს, რომ გიორგი გახარიას პარტიას აქვს შესაძლებლობა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი წარდგენით პარტიული სიიდან წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები არიან, რომ დაე მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში, მათთვის შენახულიც იქნა შესაბამისად წარმომადგენლობის ადგილები, კვოტები, მაგრამ მათ ამ უფლებამოსილებით არ ისარგებლეს. შესაბამისად, საერთოდ სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია ბატონი ნიკა გვარამიას მტკიცება იმის შესახებ, რომ არ იყო დროებითი საგამოძიებო კომისია ზოგადად შეკრებილი.

ზუსტად ანალოგიურად, რაც მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოსაც აქვს დამდგარი მოცემულობა, რომ აი ახლაც, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოში არის მხოლოდ შვიდი წევრი, შვიდი მოსამართლე.

კონსტიტუციაში წერია რომ მაქსიმალური შესაძლებლობა არის ცხრა წევრისა და ეს რას ნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დღევანდელი სხდომა ჩაატაროს? ეს უბრალოდ ასეთი მტკიცება საერთოდ არ არის..... აქ საერთოდ კვორუმებზე არ ვსაუბრობ. ისევ და ისევ, როგორც მაგალითად მაქსიმალური რაოდენობა არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ცხრა, დღეის მდგომარეობით არის შვიდი და სრულიად ლეგიტიმური არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჩაატაროს პლენუმი, რომ ჩაატაროს შესაბამისი სხდომა, ანალოგიურად საგამოძიებო კომისიაც იყო უფლებამოსილი, მიუხედავად იმისა, რომ გახარიას პარტიის წარმომადგენლები არ იღებდნენ ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, ჩაეტარებინა სხდომები, გამოეკითხა პირები, მოეწვია პირები და არაერთხელ მოწვევის მიუხედავად, ისინი არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიის სხდომებზე, რაც თავისი შინაარსით არის დანაშაული.

არავის აქვს სასამართლოს წინაშე იმის მტკიცების უფლება და შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვინმეს ჰქონდა მისვლის სურვილი და აზრის დაფიქსირებისა, ან კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებისა და ასეთი რამე არ მომხდარა. რა თქმა უნდა, ასეულობით არის იმ განცხადებების რაოდენობა, რომელიც კომისიის სხდომას მიეწოდა, რომელიც, მათ შორის, ვერც კი იქნა ასახული საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და მათ შორის მათი განხილვაც კი ვერ მოხერხდა, იმიტომ, რომ ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კომისიის სხდომები და იმდენად ბევრი არის დანაშაულებრივი ფაქტები, რომ ექვსი თვეც კი არ გახდა საკმარისი იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პარტიების არაკონსტიტუციური, არასამართლებრივი, არაკანონიერი ქმედებები შესაბამისად შეფასებული ყოფილიყო.

მხოლოდ და მხოლოდ ის რამდენიმე ასეულ გვერდიანი დასკვნა, რომელიც არის მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, მხოლოდ და მხოლოდ არის მცირე ნაწილი იმ არაკანონიერი ფაქტების ჩამონათვალისა, რომელიც 2004-2012 წლებში ჩვენს ქვეყნის რეალობა იყო და ახლაც გრძელდება 2012 წლიდან დღემდე.

საუბარია აქ ზოგადად იმაზე კი არ არის, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მითითებული ფაქტები არის ტყუილი, ან სიმართლეს არ შეესაბამება. ამას უბრალოდ ვერავინ ვერ იტყვის. მაშინ შეიძლება ასევე წარმატებით ამტკიცონ, რომ არ არსებობენ გარდაცვლილი ადამიანები, არ არსებობს ჩამორთმეული ქონება, არ არსებობს სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომ ოჩიგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არის ტყუილი და ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ მითითებები საგამოძიებო კომისიის დასკვნებზე, მითითებები არის მაგალითად ჰუდოკზე, შესაბამის საიტზე, სადაც ყველას შეუძლია ამ გადაწყვეტილებების ნახვა და ასევე მითითებული არის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე.

რა თქმა უნდა, საგამოძიებო კომისიის დასკვნა უნდა დაერთოს, დართულიც არის და არ უნდა იყოს ამორიცხული კიდევ წარმოდგენილი სარჩელის თანდართული დოკუმენტებიდან ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე. ეს არის ფაქტების კომპილაცია ერთის მხრივ და მერე მეორე. ამ საკითხის დაყენებას, ზუსტად ამ შუამდგომლობის დაყენება მხოლოდ და მხოლოდ მიზნად ისახავს გაქცევას საქართველოს პარლამენტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაციის ცნობისაგან და სწორედ ამიტომაც არის ეს საკითხი დაყენებული. ფაქტი ერთია, რომელიც არის ჯიუტი. დიახ, 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს უბრალოდ ვერავინ ვერ გაექცევა, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი სხდომის დასასრულს.