უხვმა ნალექმა ადიგენის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა ადიგენის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა ადიგენის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. სოფელ გომაროში დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი და საგზაო ინფრასტრუქტურა, ქვემო ენთელში — სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ისევე როგორც სოფელ შოყაში — დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურაც.

შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და სპეციალური ტექნიკა, რომლებიც აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურად ატარებენ.

„მდინარეს მყისიერად შევუცვალეთ კალაპოტი მძიმე ტექნიკის საშუალებით. ამ ეტაპისთვის საშიშროება არ არის. გზა გავასუფთავეთ, მოძრაობა აღდგენილია“, - განაცხადა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ.