შიო მესამე: უფლის რწმენა ჩვენ გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა
რწმენის ძალასა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე იქადაგა პატრიარქმა. შიო მესამემ გაიხსენა სახარებიუსეული ეპიზოდი, როდესაც მაცხოვარმა 5 პურით 5 000 ადამიანი დააპურა.
უწმინდესმა ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
„ჩვენ რწმენის სახით ისეთი ძალა გვაქვს, ისეთი საყრდენი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება; შეძლებს ჩვენი მწირი შესაძლებლობების, შესაწირავის გამრავლებას და გაძლიერებას. უფლის რწმენა ჩვენ გულში ეს არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა“, - განაცხადა შიო მესამემ.