თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული აქტივისტები სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო

თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული აქტივისტები სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო

თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული აქტივისტები სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით,თორნიკე თოხშუას 3000 ლარიანი, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს - 6000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, ნატო ბოლქვაძეს 5-დღიანი, შაკო ბაღდოშვილს და ლაშა დგებუაძეს 10 -დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ; მარინე ნანავას - 5000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა; ისევე, როგორც სანდრო სეხნიაშვილს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის მონაწილეები თბილისის საკრებულოსთან შეურაცხმყოფელ ფრაზებს სკანდირებდნენ, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს.