თენგიზ შარმანაშვილი თინათინ რუხაძეზე: იმედს გამოვთქვამ, რომ მალე გამოსწორდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა მასზე

თენგიზ შარმანაშვილი თინათინ რუხაძეზე: იმედს გამოვთქვამ, რომ მალე გამოსწორდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა მასზე

იმედს გამოვთქვამ, რომ მალე გამოსწორდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა მასზე, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

დეპუტატი თინათინ რუხაძის მიერ მინისტრის თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.

„იმედს გამოვთქვამ, რომ მალე გამოსწორდება მისი [თინათინ რუხაძის] ჯანმრთელობის მდგომარეობა. მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა მასზე. ძალიან ბევრი საქმის ინიციატორი იყო - ძალიან ბევრი ფესტივალი ჩატარდა, ბევრი მიმართულებით გადაიგა ნაბიჯები. გვახსოვს მისი აქტიური ნაბიჯები კულტურული ძეგლების დაცვის მიმართულებით“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.