მთავრობაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს - ირაკლი კობახიძე
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.