საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურს შეხვდა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურს შეხვდა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურს, გარიკ მურადიანს, შეხვდა.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ.

„მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს მეზობელ სახელმწიფოებს შორის ამ მიმართულებით მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. ასევე, დაადასტურეს მზადყოფნა, აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა, რათა არსებული ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაური გარიკ მურადიანი დელეგაციასთან ერთად საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, დავით თამაზაშვილის, მოწვევით საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

ვიზიტის დასასრულს გარიკ მურადიანმა დავით თამაზაშვილს მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციაში.