აშშ-ის საელჩო: თბილისში "სტარბაქსის" გახსნა კიდევ ერთი მაგალითია იმ კომერციული შესაძლებლობებისა, რომელიც საქართველოში ამერიკული კომპანიების საქმიანობას მოაქვს

აშშ-ის საელჩო: თბილისში "სტარბაქსის" გახსნა კიდევ ერთი მაგალითია იმ კომერციული შესაძლებლობებისა, რომელიც საქართველოში ამერიკული კომპანიების საქმიანობას მოაქვს

საქართველოში ამერიკული ყავის გიგანტის, "სტარბაქსის" პირველი ფილიალს აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ეწვივნენ.

საელჩოს შეფასებით, ეს მოვლენა კიდევ ერთი მაგალითია იმ კომერციული შესაძლებლობებისა, რაც ქვეყანაში ამერიკული კომპანიების საქმიანობას მოაქვს.

"სტარბაქსი უკვე საქართველოშია! აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები კომპანიის პირველ ფილიალს ეწვივნენ თბილისში. პირველი სტარბაქსი სიეტლში, ვაშინგტონის შტატში, 1971 წელს გაიხსნა Pike's Place Market-ში. დღეს კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 40 000-ზე მეტ ფილიალს ითვლის, რომელთა რიცხვს თბილისიც შეუერთდა. დღევანდელი გახსნა კიდევ ერთი მაგალითია იმ კომერციული შესაძლებლობებისა, რომელიც საქართველოში ამერიკული კომპანიების საქმიანობას მოაქვს," - ვკითხულობთ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.