სოსო მანჯავიძე: გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში არის პროვოკაცია და ორგანულად ჯდება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის გეგმებში - როდესაც ეს მავნებელი და მოღალატე საჯაროდ აკეთებს ქართველი ხალხისთვის უმძიმესი შედეგების მომტან განცხადებებს და ამაზე პასუხი არ მოეთხოვება, არის ნორმალური ადამიანების მორალური დახვრეტა

სოსო მანჯავიძე: გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში არის პროვოკაცია და ორგანულად ჯდება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის გეგმებში - როდესაც ეს მავნებელი და მოღალატე საჯაროდ აკეთებს ქართველი ხალხისთვის უმძიმესი შედეგების მომტან განცხადებებს და ამაზე პასუხი არ მოეთხოვება, არის ნორმალური ადამიანების მორალური დახვრეტა

გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში არის პირდაპირი პროვოკაცია და ორგანულად ჯდება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის გეგმებში, - წერს პოლიტოლოგი, სოსო მანჯავიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ბარამიძის პროვოკაციას რამდენიმე მიზანი აქვს, მათ შორისაა, ქართველების, როგორც ეთნოსის დემონიზაცია, ქართველებსა და აფხაზებს შორის მტრობის მწვავე სტადიაში გადაყვანა და რაიმე მოლაპარაკების შეთანხმების შესაძლებლობა.

როგორც მანჯავიძე აცხადებს, ბარამიძეს რომ ქართველი ხალხისთვის უმძიმესი შედეგების მომტან განცხადებებზე პასუხი არ მოეთხოვება, მეტიც, თუ ვინმემ პასუხი მოსთხოვა, შეიძლება იქით აგებინონ პასუხი, არის ნორმალური ადამიანების მორალური დახვრეტა და თავის მოჭრა.

„ამ პროვოკაციას რამდენიმე მიზანი აქვს. 1. ქართველების , როგორც ეთნოსის დემონიზაცია, მათი წარმოჩენა ფაშისტებად , შესაბამისად მათ წინააღმდეგ ნებისმიერი მოქმედების გამართლება; 2. ქართველებსა და აფხაზებს შორის მტრობის შენარჩუნება და ახალ, უფრო მწვავე სტადიაში გადაყვანა; 3. რაიმე ტიპის მოლაპარაკების და შეთანხმების შესაძლებლობის გამორიცხვა; 4. ნეგატივის ახალი ტალღის გამოწვევა, რამაც სხვა მსგავს ქმედებებთან ერთად უნდა გამოიწვიოს საზოგადოებაში შფოთი, აგრესია და ისტერია, რომლის მოდერაციით უნდა მოხდეს პოლიტიკური დესტაბილიზაცია, რასაც მასობრივი გამოსვლები და რევოლუცია უნდა მოჰყვეს. ეს ყველაფერი გასაგებია. მაგრამ ჩემთვის პირადად სრულიად გაუგებარია, რამდენ ხანს შეიძლება ეს გარეწარი და მისი მავნებლობა ვითმინოთ? ადრე მსგავს მოღალატეებს და მავნებლებს თავს ჰკვეთდნენ, ხვრეტდნენ, სარზე სვამდნენ. ცეცხლზე წვავდნენ დ სხვა. ცხადია, ჩვენ ასეთი სასტიკი მოქმედებების მომხრე არ ვართ, მაგრამ მეორეს მხრივ, ის ვითარება, როდესაც ეს მავნებელი და მოღალატე საჯაროდ აკეთებს ქართველი ხალხისთვის უმძიმესი შედეგების მომტან განცხადებებს და ამაზე პასუხი არ მოეთხოვება, მეტიც, თუ ვინმემ პასუხი მოსთხოვა, შეიძლება იქით აგებინონ პასუხი, არის ნორმალური ადამიანების მორალური დახვრეტა, თავის მოჭრა, სარზე გასმა და ცეცხლში დაწვაც. და კიდევ. იაგო ხვიჩიას არ ესმის, რომ ასეთი განცხადებების საჯაროდ გავრცელება აზიანებს ქვეყნის ინტერესებს?რომ ეს მიზანმიმართული ტყუილია? თუ ჰგონია, რომ ამას ჩვენს წინააღმდეგ არ გამოიყენებენ? მართალი გითხრათ, დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ სათქმელი შედარებით კორექტულად მეთქვა.სერიოზულად არის გასაროზგი ნეხვში ამოვლებული შინდის წკეპლებით," - წერს მანჯავიძე.