ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო მურთაზ რიგვავა, რომელმაც ილია ინჯიას შეურაცხყოფა მიაყენა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა.
მოქალაქე მურთაზ რიგვავა სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და მას ორი ათას ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.
მურთაზ რიგვავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა ილია ინჯიას მიაყენა.