დავით მათიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე: საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარობა და უცხოეთიდან საკუთარი მბრძანებლების წინაშე პოზიორობა
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარობა და პოზიორობა უცხოეთიდან საკუთარი მბრძანებლების წინაშე, - ასე აფასებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას.
„რა ყრილობაზეა ლაპარაკი, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური თვალსაზრისით საბოლოო დღეები დათვლილი აქვს. მათ არანაირი მხარდაჭერა საზოგადოებიდან არ აქვთ. სრული არეულობა და ქაოსი აქვთ ე.წ. პარტიაში, ამ ყველაფრის ფონზე რა ყრილობა უშველით?“ - აღნიშნა მათიკაშვილმა.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილის აუდიო და წერილობითი მიმართვები მოისმინეს. ყრილობას არ ესწრება ნანუკა ჟორჟოლიანი. სხდომაზე იმყოფება თინა ბოკუჩავა, თუმცა ის სიტყვით არ გამოსულა.