ჰიდროციკლით მოძრავი მამაკაცი, რომელიც ურეკის სანაპიროსთან, ზღვაში მყოფ მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დააჯარიმეს
სოციალურ ქსელებში სხვადასხვა გვერდის მეშვეობით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ურეკის სანაპიროზე ჰიდროციკლით მოძრავი მამაკაცი საფრთხეს უქმნის ზღვაში მყოფ მოქალაქეებს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაუყოვნებლივ აღკვეთეს სამართალდარღვევის ფაქტი.
მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს, თუმცა მან კანონიერი მოთხოვნა არ შეასრულა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.