ლევან მახაშვილი: სამწუხაროდ, ეს ე.წ. ოპოზიცია გადაიქცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ დაჯგუფებად, რომლისთვისაც აბსოლუტურად არანაირი ღირებულება არ აქვს საკუთარ ქვეყანას, ქვეყნის ინტერესებს, საკუთარ მოსახლეობას
ყველა პოლიტიკოსი, ვისაც პრეტენზია აქვს სახელმწიფოს მმართველობაზე, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამართლებს საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოსახლეობის გაწირვას, არის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის სახე, - აცხადებს ლევან მახაშვილი. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიცია არასდროს მოქმედებდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით და ყოველთვის უცხო ქვეყნებიდან მიღებული დირექტივებით ხელმძღვანელობდა.
„სწორედ ამას მივეჩვიეთ ამ სრულიად უპასუხისმგებლო ე.წ. ოპოზიციისგან. მათთვის შესაძლებელია საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის გაწირვა რაღაც უფრო დიადი მიზნებისთვის და ეს განცხადებები სწორედ ამას მეტყველებს, რომ სამწუხაროდ, ეს ე.წ. ოპოზიცია გადაიქცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ დაჯგუფებად, რომლისთვისაც აბსოლუტურად არანაირი ღირებულება არ აქვს საკუთარ ქვეყანას, ქვეყნის ინტერესებს, საკუთარ მოსახლეობას.
გასული ათწლეულების პრაქტიკა და მაგალითი ნამდვილად აჩვენებს, რომ მათთვის მთავარი ამოსავალი წერტილი და სამიზნე არ ყოფილა საქართველოს ეროვნული ინტერესები. მათი გადაწყვეტილებები ყოველთვის იყო ნაკარნახევი იმით, თუ რა გეოპოლიტიკური ხმაური იყო გარშემო, რა დავალებებს იღებდნენ“, - აცხადებს მახაშვილი.