ეგზიტპოლის თანახმად, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სტუდენტური სია“ 52 პროცენტით ლიდერობს, ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიას კი 39.3 პროცენტი აქვს
Ipsos/CeSID-ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სტუდენტური სია“ 52 პროცენტით ლიდერობს, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 39.3 პროცენტი აქვს.
ამავე შედეგების მიხედვით, „სტუდენტური სია“ სერბეთის ახალ, 250-ადგილიან პარლამენტში 138 ადგილის მოპოვებას შეძლებს, ვუჩიჩის პარტია კი 104 ადგილის.
არჩევნების სადამკვირვებლო ჯგუფის, CRTA-ს უახლესი პროგნოზით, 19:00 საათის მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 67.8 პროცენტი შეადგინა, რაც 2023 წლის არჩევნებზე 13-14 პროცენტით მეტია.
ცნობისთვის, ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სტუდენტების მიერ ორგანიზებული ორწლიანი პროტესტის ფონზე ჩანიშნა. სერბეთში საპროტესტო აქციები 2024 წელს ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო, რომლის შედეგადაც შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.