თინა ბოკუჩავა: რა თქმა უნდა ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში და რა თქმა უნდა ვიბრძოლებ ბოლომდე!

თინა ბოკუჩავა: რა თქმა უნდა ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში და რა თქმა უნდა ვიბრძოლებ ბოლომდე!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება და ბრძოლას აგრძელებს.

„ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს ვთქვი: რა თქმა უნდა ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში და რა თქმა უნდა ვიბრძოლებ ბოლომდე! საქართველო გაიმარჯვებს!“- წერს ბოკუჩავა