ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, გამარჯვებულ ქვეყანას კონკურსის მასპინძლობა აეკრძალება, თუ ქვეყანა ჩართულია შეიარაღებულ კონფლიქტში

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, გამარჯვებულ ქვეყანას კონკურსის მასპინძლობა აეკრძალება, თუ ქვეყანა ჩართულია შეიარაღებულ კონფლიქტში

ევროპის მაუწყებელთა კავშირი ევროვიზიის კონკურსის მასპინძლობისთვის ახალ პირობებს აწესებს

სიმღერის კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, გამარჯვებულ ქვეყანას კონკურსის მასპინძლობა აეკრძალება, თუ ქვეყანა ჩართულია შეიარაღებულ კონფლიქტში ან ისეთ „მგრძნობიარე გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება“, რომელმაც შესაძლოა, კონკურსის უსაფრთხოებაზე გავლენა მოახდინოს.

„კონკურსის წესების მიხედვით, გამარჯვებული მაუწყებელი ავტომატურად დაკარგავს კონკურსის მასპინძლობის უფლებას, თუ შეიარაღებული კონფლიქტი, მგრძნობიარე გეოპოლიტიკური ვითარება ან სხვა ნებისმიერი გარემოება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მისი ქვეყნის ან უშუალო რეგიონის უსაფრთხოებაზე, დაცულობასა და სტაბილურობაზე. საჭიროების შემთხვევაში, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) შესაძლოა, გამარჯვებული ქვეყნის რეგიონის უსაფრთხოების მდგომარეობის დამოუკიდებელი შეფასების ჩატარება მოითხოვოს. შეფასების შემდეგ, EBU საკონკურსო ჯგუფთან კონსულტაციებს გაივლის, რათა განსაზღვროს, შეუძლია თუ არა გამარჯვებულ მაუწყებელს კონკურსის უსაფრთხოდ მასპინძლობა. თუ დადგინდება, რომ გამარჯვებულ მაუწყებელს კონკურსის მასპინძლობა არ შეუძლია, EBU ალტერნატიულ მასპინძელ მაუწყებელს შეარჩევს. დანიშნული მასპინძელი მაუწყებელი სრულად აიღებს საკუთარ თავზე კონკურსის მასპინძლობასთან დაკავშირებულ ყველა უფლებას, ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, მათ შორის ღონისძიების ორგანიზებას, წარმოებასა და ჩატარებას. მასპინძელი მაუწყებელი კონკურსს საკუთარი სახელით ჩაატარებს და არ იქნება ვალდებული, ღონისძიება სხვა წევრი მაუწყებლის სახელით ჩაატაროს“, – აღნიშნულია ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში.

ცნობისთვის, მომავალი წლის კონკურსი ბულგარეთში გაიმართება. 2026 წლის ევროვიზიის კონკურსში ამ ქვეყნის წარმომადგენელმა, დარამ გაიმარჯვა.