ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა

ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საიტზე ფოტოგრაფ შალვა გოქაძის კოლექციის ნაწილი გამოქვეყნდა. ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა გოქაძე 1950-იანი წლებიდან ქართული პერიოდული პრესის ფოტორეპორტიორი იყო. მის კოლექციაში წარმოდგენილია კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეების პორტრეტები; თეატრალური, საოპერო და საბალეტო სპექტაკლების, საესტრადო და კლასიკური მუსიკის კონცერტების ამსახველი კადრები; თბილისის

ხედები, არქიტექტურა და სოციალური ყოფა. კოლექციაში დაცული 1000-ზე მეტი ფოტოდან ონლაინ კოლექციისათვის 70-მდე სურათი შეირჩა.