ირაკლი ქადაგიშვილი რუსოფობიაზე: ეს ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ რამენაირად სიტუაცია გამწვავდეს რუსეთსა და საქართველოს შორის და ამ ესკალაციამ გარე დაკვეთით მიღებული ამოცანები შეასრულოს
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქვეყანაში რუსოფობიის გაღვივება ნიშნავს იმას, რომ რამენაირად სიტუაცია გამწვავდეს რუსეთსა და საქართველოს შორის.
„ახლა ერთგვარი ახალი ტალღა არის წამოწყებული, რომელმაც უნდა მოიტანოს რუსეთთან ურთიერთობა. ის რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები არის უმძიმესი გამოწვევა საქართველოსთვის, მაგრამ ის რომ გარკვეული ძალები ცდილობენ, ამ ფონზე, ამ საკითხის სპეკულაციური ფორმით გამოყენებით ტოტალური რუსოფობიური, ანუ ხალხებს შორის განწყობა გააღვივონ« ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ რამენაირად სიტუაცია გამწვავდეს რუსეთსა და საქართველოს შორის და ამ ესკალაციამ შეასრულოს გარე დაკვეთით მიღებული ამოცანები“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.