ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში მდებარე მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს ესტუმრა და თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში მდებარე მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს ესტუმრა და თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.
რეგიონულ სერვისცენტრებში გამართულ შეხვედრაზე, რომლებსაც მომსახურების დეპარტამენტის, საგადასახადო მონიტორინგისა და ვალის მართვის დეპარტამენტების თანამშრომლები ესწრებოდნენ უწყების ხელმძღვანელი დაინტერესდა, რამდენად მოქნილია გადამხდელთა მომსახურების პროცედურები, ელექტრონული სერვისები და ზოგადად, როგორია გადამხდელთა აქტივობა საქართველოს მასშტაბით.
აღნიშნულ რეგიონალურ სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები - ია ახალაია და მიხეილ ჩოკოშვილი, ასევე ფინანსური დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ყენია, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი, სოსო ობოლაძე და სხვა პასუხისმგებელი პირები.