თაღლითობის საქმეზე დაკავებულ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალს დღეს წარუდგენენ
დღეს წარუდგენენ ბრალს, თაღლითობის საქმეზე დაკავებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, რომლებიც თანხის სანაცვლოდ თურქეთისა და თურქმენეთის მოქალაქეებს, უკანონოდ საზღვრის გადაკვეთას, ბინადრობის ნებართვასა და პასპორტში ყალბი შტამპის დასმას ჰპირდებოდნენ. ორ სხვადასხვა საქმეზე ოპერაცია სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჩაატარა.
„გამოძიება თაღლითობის მუხლით არის დაწყებული, ბრალს დღეს წაუყენებენ. აღკვეთის ღონისძიებაზე ალბათ ხვალ იქნება მსჯელობა. დაკავებულს შევხვდი, სავარაუდოდ დუმილის უფლებას გამოიყენებს, რადგან ჯერ მასალებს არ ვართ გაცნობილი, რომ პოზიცია ჩამოვაყალიბოთ“, - განაცხადა ადვოკატმა არჩილ დვალიშვილმა.