"გახარია საქართველოსთვის" საპარლამენტო ფრაქციამ ჩეხეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
პარტია "გახარია საქართველოსთვის" საპარლამენტო ფრაქცია აგრძელებს შეხვედრას საქართველოს პარტნიორი ქვეყნების საელჩოებთან.- ინფორმაციას პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს.
ამჯერად შეხვედრა გაიმართა ჩეხეთის ელჩთან - პეტრ კუბერნატთან.
შეხვედრა შეეხო საპარლამენტო ინიციატივებს და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას.