საგარეჯოს ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

საგარეჯოს ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოს საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

75 ბავშვისთვის გათვალისწინებული ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

გარკვეული შენიშვნებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, საბავშვო ბაღი ექსპლუატაციაში მისაღებად მზად იქნება.

საგარეჯოს ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა აღსაზრდელებისთვის საჭირო საგანმანათლებლო, დასასვენებელი, სათამაშო და სარეკრეაციო სივრცეები.