ანზორ ჩუბინიძემ ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი-2026“ მიიღო მონაწილეობა

ანზორ ჩუბინიძემ ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი-2026“ მიიღო მონაწილეობა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი-2026“. ფორუმი ქალაქ პეკინში ჩატარდა, რომელიც ფოკუსირებული იყო ტერორიზმთან ბრძოლის პრაქტიკული თანამშრომლობისა და ანტიტერორისტული შესაძლებლობების განვითარების საკითხებზე.

ანზორ ჩუბინიძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, რა დროსაც აღნიშნა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა მოითხოვს ძლიერ ეროვნულ შესაძლებლობებს, მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობას, ნდობასა და დროულ კოორდინაციას.

ვიზიტის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ორმხრივი შეხვედრის ფორმატში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილეს, სპეციალური დაცვის ბიუროს დირექტორს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი პროფესიული ურთიერთობა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.