სებ-მა 6 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ჯამში 393 000 ლარით დააჯარიმა
სებ-მა 6 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ჯამში 393 000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელდა.
ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შპს „პაგაა“-ს (ს/ნ 402095987) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 22,000 (ოცდაორი ათასი) ლარის ოდენობით.
ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შპს „მონეტო ჩეინჯს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406314885) დაეკისრა ჯარიმა ჯამში 98,000 (ოთხმოცდათვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით.
ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შპს „მონეტა“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 439417819) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 168,000 (ას სამოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით.
ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შპს „თეთრს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 426115054) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 49 000 (ორმოცდაცხრა ათასი) ლარის ოდენობით.
ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ი.მ. „ტარიელ ლობჟანიძეს“ (ს/ნ 01011047574) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 35,000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ინდივიდუალურ მეწარმეს „მამუკა მარიამიძე“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 01012026445) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 21,000 (ოცდა ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „პაგაა“-ს (ს/ნ 402095987) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება | ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 11 (თერთმეტი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 22,000 (ოცდაორი ათასი) ლარი.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „მონეტო ჩეინჯი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406314885) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება |
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 14 (თოთხმეტი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 98,000 (ოთხმოცდათვრამეტი ათასი) ლარი.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „მონეტა“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 439417819) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება |
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 24 (ოცდაოთხი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 168,000 (ას სამოცდარვა ათასი) ლარი.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „თეთრი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 426115054) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება |
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 7 (შვიდი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 49,000 (ორმოცდაცხრა ათასი) ლარი.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი.მ. „ტარიელ ლობჟანიძის“ (ს/ნ 01011047574) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება |
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 5 (ხუთი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 35,000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ინდივიდუალური მეწარმის „მამუკა მარიამიძის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 01012026445) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 3 (სამი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 21,000 (ოცდაერთი ათასი) ლარი.