დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ
ყველა ის პროექტი და ქველმოქმედება, რომელიც ერისკაცმა განახორციელა, ემსახურება ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს გაძლიერებას, წინაპრების დანატოვარის გადარჩენას, მომავალი თაობებისთვის სიწმინდეების, ტაძრების, ქართული სიამაყისა და ტრადიციების გადაცემას და ქართველი ერის ერთობას! - წერს „ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, „შავ სიაში“ მყოფ 600 ათასზე მეტ მოქალაქეს, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უპრეცედენტო ქველმოქმედების შედეგად, მეორე შანსი მიეცა, დღეს კი რადიკალები ცდილობენ, ეს ყველაფერი წაშალონ.
„დიახ, ერთ საქველმოქმედო პროექტსაც კი ვერავინ დამისახელებს, რომელიც რაიმე პოლიტიკური ნიშნით ან მოქალაქეების პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განხორციელებული! ასე მოხდა მაშინაც, როდესაც უპრეცედენტო ქველმოქმედება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, 615164 მოქალაქეს მიეცა მეორე შანსი! გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ სამსახურს ვერ იწყებდნენ, წარმოების, აგრო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებდნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ იმ პროგრამებში, რომლებითაც დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს, „აწარმოე საქართველოში“, სტარტაპების დაფინანსება და სხვა. ბიოგრაფიაში ეწერათ „შავ სიაში მყოფი“ და ყველა კარი ამ ადამიანებისთვის დახურული იყო!
600 ათასზე მეტ საქართველოს მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მოქმედი მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ? ვინ მოგცემთ ამის უფლებას?! ვერ მოიგებთ, რადგან სიმართლეს არ ემსახურებით. გგონიათ, ჩვენი ერი გულუბრყვილოდ დაგიჯერებთ და იმ ტყუილს მივიღებთ, რომელსაც საზოგადოებას თქვენი ჭკუით მოახვევთ თავს? ეს ხომ საზოგადოების შეურაცხყოფაა! განწირულნი ხართ, ფსკერზე დაცემულები და თუ ვინმეს დღეს თქვენი სჯერა, ისიც გზაზე აბნეული 150 აკაცუკია! ყველამ ხომ ვიცით ამათი ხელწერა?
ახლა ერისკაცს შეუტიეს დეზინფორმაციების გავრცელებით, შემდეგ მათ კურატორ ევროპარლამენტარებს გამოაგორებენ და ბოლოს კიდევ ერთხელ მოგვთხოვენ, მინიმუმ სკოლებსა და ბაღებში ბავშვებისთვის ჰომოსექსუალობის პროპაგანდის აკრძალვის გაუქმებას, მაქსიმუმ კი ისევ ომით ქვეყნის დანგრევას!” - წერს სამხარაძე.