ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა დღეს ეწურებათ

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა დღეს ეწურებათ

აბიტურიენტებს პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა დღეს 18:00 საათამდე შეუძლიათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ, ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.