საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა.

სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან ერთად გაეცნო.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების ფარგლებში, მეხუთე ტერასაზე, კლდოვან ქანში ამოკვეთილი წრიული სამარხი გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა.

მიმდინარე წელს არქეოლოგიური სამუშაოები გრაკლიანი გორის რამდენიმე ტერასაზე მიმდინარეობს. პროექტის მიზანია როგორც ახალი არქეოლოგიური მასალის გამოვლენა, ისე უკვე აღმოჩენილი არქიტექტურული ნაშთების შესწავლა და ძეგლის ტერიტორიის დაცვა-მოწესრიგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გათხრილი ტერიტორიის ნაწილი რეკულტივაციას დაექვემდებარება, რაც ძეგლის სათანადო მდგომარეობის შენარჩუნებასა და მის დაცვას ემსახურება.