გივი მიქანაძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენაზე: „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის საკითხია, გამოავლინოს ყველა კორუფციული მომენტი და პასუხისგებაში მისცეს ის ადამიანები, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართული, მიუხედავად იმისა, მას რა თანამდებობა ეკავა თუ უკავია
„ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის საკითხია გამოავლინოს ყველა კორუფციული მომენტი და პასუხისგებაში მისცეს ის ადამიანები, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართული, მიუხედავად იმისა მას რა თანამდებობა ეკავა თუ უკავია, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რითაც ირაკლი ღარიბაშვილისთვის დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მთავრობა კორუფციასთან ბრძოლისას შეუვალია.
„ქართული ოცნების“ მონაპოვარია, ის რომ კორუფციის წინააღმდეგ მაქსიმალური ბრძოლა მიმდინარეობს და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი რანგის თანამდებობის პირზეა საუბარი. ფაქტია, რომ ბოლო დღეებში სპეკულაციური წერილები, რომლებიც გავრცელდა, არაფრის მომცემი არ იყო, ჰქონდა ასეთი მოცემულობების გადაფარვის მცდელობა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.