აკაკი ალადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალზე: ძალიან სამწუხარო ბრალდებაა, ეხება კორუფციას. მან რამდენიმე დღით ადრე გააკეთა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. სავარაუდოდ ჩაერთო თავდაცვის მექანიზმი და თავდაცვის მიზნით გამოაქვეყნა ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები
ძალიან სამწუხარო ბრალდებაა, ეხება კორუფციას. ყველა ადამიანი კონსტიტუციისა და კანონის წინაშე არის თანაბარი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილისთვის დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ირაკალი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები იმაზე მიუთითღებს, რომ მას „თავდაცვის ინსტიქტი ჩაერთო“.
„მან ერთხელ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება აღიარა, გააფორმა საპროცესო შეთანხმება. მან რამდენიმე დღით ადრე გააკეთა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. შესაბამისად, სავარაუდოდ ჩაერთო მას თავდაცვის მექანიზმი და თავდაცვის მიზნით გამოაქვეყნა ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.